1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობით მექანიკა. გააჩნია მექანიკოსის, საჯარო სკოლის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლის,მათემატიკური და ფიზიკური ამოცანების რიცხვითი მოდელირებისა და პროგრამირების კვალიფიკაცია. ი.ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობს 1967 წლიდან. ამჟამად უკავია მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა.დამუშავებული აქვს თაღოვანი კაშხლების გათვლის ეფექტური, მდგრადი ალგორითმები და პროგრამები. 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სრულად იონიზირებულ და პლანეტების სუსტად იონიზირებულ იონოსფეროში არსებული ზოგიერთი მათემატიკური და ფიზიკური ამოცანების რიცხვითი მეთდების და თეორიული კვლევების განხორციელებაში. უცხოელ მკვლევარებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში 70-მდე ნაშრომი. არის მრავალი უცხოური და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტებისა და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე.