1968 წლის 29 ოქტომბრს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის კოლეგიის გადაწყვეტილებით შეიქმნა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებელ ბალანსზე მყოფი გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც დაუმტკიცდა შემდეგი ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები:
მრავალგანზომილებიანი დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების გამოკვლევა და მათი ამოხსნის მეთოდების შემუშავება გარსთა თეორიის, დრეკადობის თეორიის, მეტეოროლოგიისა და გამოსხივებათა გადატანის გამოყენებითი ამოცანებისათვის, ელექტრონული გამომთვლელი მანქანების (ეგმ) გამოყენებით.
გამოკვლევები ალბათობის თეორიაში და მათემატიკურ სტატისტიკაში და მათი გამოყენებები დინამიური პროგრამირების, მასობრივი მომსახურების და ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავების ამოცანებისათვის, ეგმ-ების გამოყენებით.
პროგრამირების თეორიული და გამოყენებითი საკითხების დამუშავება, მათ შორის ალგორითმების და პროგრამების სისტემების შექმნა ეგმ-ებზე ტიპიური ამოცანების ამოსახსნელად.
გამოყენებითი მათემატიკისა და ეგმ-ების მეთოდების დამუშავება და გამოყენება უმაღლეს სკოლაში სასწავლო პროცესის მართვისა და ორგანიზების სფეროებში.
1978 წელს ინსტიტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის, ილია ვეკუას სახელი.
VIAM-ის დირექტორები: