info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

მაღალი ხარისხის სამეცნიერო პუბლიკაციების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვიცავთ პუბლიკაციის ეთიკის კომიტეტის (COPE) მითითებებს.

    ეთიკის ნორმები ავტორთათვის

    ავტორები ვალდებულნი არიან დაიცვან ავტორთა საერთაშორისო სტანდარტები, კერძოდ:
  • ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ორიგინალი და გამოუქვეყნებელი ნაშრომი. შედეგები უნდა იყოს წარმოდგენილი პატიოსნად, გაყალბების გარეშე.

  • ავტორებმა არ უნდა წარადგინონ ადრე გამოქვეყნებული ნამუშევარი მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოქვეყნებული ნაშრომი უნდა იყოს ციტირებული და ცვლილებები ნათლად უნდა იყოს მითითებული.

  • ავტორებმა არ უნდა წარადგინონ ნაშრომი ერთზე მეტ ჟურნალში ერთდროულად.

  • სტატიაში დასახელებულმა ავტორებმა უნდა აიღონ კოლექტიური პასუხისმგებლობა ნაშრომის შინაარსზე.

  • ავტორებმა ზუსტად უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სხვათა ნამუშევრების ციტირების შემთხვევაში. სხვა პუბლიკაციების ცნობები არ უნდა იყოს გადაწერილი, თუ ავტორებს არ აქვთ წაკითხული ციტირებული შრომები.

  • ნაშრომის შინაარსში ყველა ძირითადი კონტრიბუტორი (და ამასთანავე მხოლოდ ისინი) უნდა იყოს ნახსენები ნაშრომის ავტორებს შორის. მცირე კონტრიბუტორები უნდა იყოს ჩამოთვლილი მადლობის განყოფილებაში.

    ეთიკის ნორმები რეცენზენტებისათვის

    რეცენზენტები ვალდებულნი არიან დაიცვან COPE ეთიკის შესაბამისი ნორმები, კერძოდ:
  • რეცენზენტები უნდა დათანხმდნენ ნაშრომების რეცენზირებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს საგნობრივი ექსპერტიზის ჩასატარებლად და დროულად შეეძლებათ განახორციელონ სათანადო შეფასება.

  • რეცენზენტებმა პატივი უნდა სცენ რეცენზიის კონფიდენციალურობას და არ გამოაქვეყნონ ნაშრომის ან მისი განხილვის დეტალები, თანმხლები განხილვის პროცესის განმავლობაში ან მის შემდგომ, ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიღმა.

  • რეცენზენტებმა უნდა განაცხადონ ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის შესახებ და არ დათანხმდნენ ასეთი ნაშრომის რეცენზირებას.

  • რეცენზენტებმა არ უნდა დაუშვან, რომ მათ რეცენზიაზე გავლენა იქონიოს ნაშრომის წარმოშობამ, ავტორთა რასამ, ეროვნებამ, რელიგიამ, სქესმა ან სხვა მახასიათებლებმა, ან კომერციულმა მოსაზრებებმა.

  • რეცენზენტები უნდა იყვნენ ობიექტურები და კონსტრუქციულნი თავიანთ რეცენზიაში, თავი შეიკავონ მტრულად განწყობისგან და შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი პირადი კომენტარებისგან.

  • რეცენზენტებმა უნდა იცოდნენ, რომ დაუშვებელია განხილვის პროცესში სხვა პიროვნების მაგივრად მონაწილეობა და პიროვნების გაყალბება სერიოზულ გადაცდომად ითვლება.

    ეთიკის ნორმები რედაქტორებისთვის

    რედაქტორებს მოეთხოვებათ დაიცვან COPE ქცევის კოდექსი, კერძოდ:
  • რედაქციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევითი მასალა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დონეზე მიღებულ ეთიკურ ჩარჩოებს.

  • რედაქტორებმა უნდა უზრუნველყონ განხილვის პროცესის კონფიდენციალურობა.

  • რედაქტორის გადაწყვეტილებები ნაშრომის გამოქვეყნების ან გამოუქვეყნებლობის თაობაზე, უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ნაშრომის მნიშვნელობას, ორიგინალობასა და სიცხადეს და კვლევის შესაბამისობას ჟურნალის საქმიანობისათვის.

  • რედაქტორებმა არ უნდა შეცვალონ გადაწყვეტილებები იმ შემთხვევაში თუ სერიოზული პრობლემები არ არის გამოვლენილი.

  • თუ რედაქტორს წარედგინება დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ წარმოდგენილი სტატია განიხილება ან გამოქვეყნებულია სხვაგან, ან სტატიის ძირითადი შინაარსი მცდარია, მაშინ სტატია უნდა იქნას უარყოფილი.

  • რედაქტორებმა ზუსტად და გასაგებად უნდა აცნობონ მიმომხილველებსა და ავტორებს მათი მოლოდინების თაობაზე.

ჟურნალები და კრებულები

  • ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის შრომები (1969 წლიდან)
  • ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის მოხსენებები (1969 წლიდან)
  • ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის გაფართოებული სხდომების მოხსენებები (1985 წლიდან)
  • გამოყენებითი მათემატიკა, ინფორმატიკა და მექანიკა - AMIM (1996 წლიდან)
  • TICMI–ს ბიულეტენი (1997 წლიდან)
  • TICMI–ს ლექციები (2000 წლიდან)