დაწყების თარიღი: 2007-05-01 დასრულების თარიღი: 2009-10-31
პროექტის მიზანი გახლდათ დედამიწის იონოსფეროში ისეთი ტალღური თვისებების დადგენა, რომლებიც შესაძლოა აღვიქვათ როგორც მიწისძვრების წინამორბედები. სითხის დინამიკისა და მაგნიტოჰიდროდინამიკის განტოლებების საფუძველზე ჩატარებული თეორიული და რიცხვითი ანალიზის შედეგად მიღებულია შემდეგი შედეგები :
1) აკუსტიკურ გრავიტაციული ტალღების გავრცელებაა შესწავლილი დედამიწის სუსტად იონიზირებულ D, E , და F-შრეებში, ნაჩვენებია რომ როცა აკუსტიკურ-გრავიტაციული ტალღები აღიგზნებიან გარეშე ბუნებრივი ფაქტორებით მათი ამპლიტუდები იზრდება ამ ტალღების არაწრფივ გრიგალურ სტრუქტურებად თვითორგანიზაციამდე.გაანალიზებულია დაბალსიხშირიანი გრძელმასშტაბოვანი ზონალური ნაკადების მაღალსიხშირიანი , მოკლემასშტაბოვანი ინერციულ-გრავიტაციული ტალღების საშუალებით გენერაციის ახალი მექანიზმი. არაწრფივი გენერაციის ეს მექანიზმი დაფუძნებულია სასრული ამპლიტუდის ინერციულ-გრავიტაციული ტალღებით კონვექციური უჯრედების პარამეტრულ აღგზნებამდე . ჩამოყალიბებულია ზონალური ნაკადის არამდგრადობის პირობები და განსაზღვრულია შესაბამისი ინკრემენტი.
2) ნაჩვენებია რომ სეისმური აქტივობით აღგზნებული დაბალსიხშირიანი ინერციულ-გრავიტაციული ტალღები მდგრად სტრატიფიცირებულ ატმოსფეროში არაწრფივი გავრცელების დროს იწვევენ ატომური ჟანგბადის მწვანე ხაზის ემისიის ინტენსიფიკაციას .შესაბამისი არაწრფივი გრიგალები უზრუნველყოფენ ატომური ჟანგბადის კონცენტრაციის ზრდას E-შრეში და ზრდიან 557.7 ნანომეტრის მწვანე ხაზის რადიაციის ინტენსივობას.
3) მიღებული შედეგების ბაზაზე შემოთავაზებულია იონოსფეროს ნაწილაკების კონცენტრაციისა და ლოკალური ქარის სიჩქარის განსაზღვრის ახალი მეთოდი.
4) ჩვენ აღვნიშნავთ , რომ განსაზღვრული თვისებების მქონე სხვადასხვა განმხოლოებული სტრუქტურების არსებობა შესაძლებელია განხილული იქნას დედამიწის მიწისძვრების შესაძლო პროგნოზირებისათვის.