დაწყების თარიღი: 2003-01-01 დასრულების თარიღი: 2005-01-01
წარმოდგენილი პროექტის მიზანია განახორციელოს მსხვილმაშტაბოვანი პლანეტარული (ტალღის სიგრძით 1000კმ და ზემოთ ) ტალღების და შესატყვისი არაწრფივი განმხოლოებული გრიგალური სტრუქტურების დედამიწის იონოსფეროში გავრცელების ფუნდამენტური თეორიული შესწავლა .მაგნიტოჰიდროდინამიკის განზოგადებული თეორიის საფუძველზე გამოკვლეული იქნება ასეთი შეშფოთებების გავრცელება სხვადასხვა ტიპის (როსბი , მაგნიტოჰიდროდინამიკური , და აკუსტიკურ-გრავიტაციული) ტალღებისთვის. ინდუქციური ელექტრული დენისა და სივრცულად არაერთგვაროვანი დედამიწინს მაგნიტური ველის ურთიერთქმედების გათვალისწინება არსებითად გაამდიდრებს იონოსფეროში დაბალი სიხშირის ტალღების კლასს, მოხსნის განუსაზღვრელობებს, შეავსებს დანაკლისს მეცნიერულ წარმოდგენაში და გააუმჯობესებს არსებულ ფიზიკურ და მათემატიკურ მოდელებს. კვლევა განხორციელდება როგორც ანალიზურად, ასევე რიცხვითი მეთდებით. შესატყვისი ფიზიკური მოდელების განვითარების მიზნით , კვლევის დროს გამოყენებული იქნება დედამიწაზე და თანამგზავრებით მოვოპებული ექსპერიმენტალური მონაცემები. ჩავატარებთ რა კვლევას გეომაგნიტური ველისა და დედამიწის ბრუნვის კუთხური სიჩქარის სივრცული არაერთგვაროვნების პირობებში შემდეგი სამეცნიერო შედეგები იქნება მიღებული : 1) განვითარებული იქნება იონოსფეროს D , E და F-შრეებში დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების წრფივი თეორია ; 2) მიღებული და გაანალიზებული იქნება მაგნიტოჰიდროდინამიკური არაწრფივი განტოლებების თვითშეთანხმებული მოდელური სისტემა , რომელიც აღწერს სხვადასხვა ტიპის ტალღებზე ორ და სამგანზომილებიანი მსხვილმასშტაბოვანი განმხოლოებული გრიგალური სტრუქტურების დინამიკას ზედა ატმოსფეროსა და იონოსფეროში ; 3) აგებულ იქნება სტაციონალური ანალიზური ამოხსნები სივრცულად ძლიერლოკალიზებული განმხოლოებული გრიგალური სტრუქტურების შემთხვევაში ; 4) ჩატარდება შესაბამისი კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების რიცხვითი მოდელირება ; 5) ჩატარდება შესწავლილი შეშფოთებების ძირითადი მახასიათბლების განსაზღვრა და მიღებული შედეგების არსებულ ექსპერიმენტულ მონაცემებთან შედარება .