info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

დედამიწის იონოსფეროში პლანეტარული ტალღებისა და არაწრფივი განმხოლოებული გრიგალური სტრუქტურების გავრცელების ფიზიკური და მათემატიკური მოდელირება (1.01.87)


დამფინანსებელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის"

დაწყების თარიღი: 2005-01-01       დასრულების თარიღი: 2005-12-01

გამოკვლეულია მსხვილმასშტაბოვანი პლანეტარული ტალღებისა ( ტალღის სიგრძით 1000 კმ და მეტი ) და მასთან დაკავშირებული არაწრფივი განმხოლოებული გრიგალური სტრუქტურების გავრცელების შესაძლებლობა დედამიწის იონოსფეროში. ამასთან მხედველობაში მიიღება ინდუქციური ელექტრული დენისა და სივრცობრივად არაერთდგვაროვანი გეომაგნიტური ველის ურთიერთქმედება. განვითარებული სითხეების დინიამიკისა და მაგნიტოჰიდროდინამიკური განტოლებების ბაზაზე გამოკვლევა შესრულებულია როგორც ანალიზური, ასევე რიცხვითი მეთოდებით. ნაჩვენებია რომ მუდმივად მოქმედი გლობალური ფაქტორები, როგორიცაა გეომაგნიტური ველის სივრცობრივი არაერთგვაროვნება და სიმრუდე წარმოადგენენ იონოსფეროში პლანეტარული ულტრადაბალსიხშიროვანი (უდს) ელექტრომაგნეტური ტალღების გენერაციის წყაროს.
1) იონოსფეროს E-შრეში გავრცელებადი შეშფოთებისათვის განვითარებულია მარჩხი წყლის თეორია. ასეთი სუსტად იონიზირებული პლაზმისთვის გამოყვანილია დამაგნიტებული როსბის ტალღების გავრცელების აღმწერი არაწრფივი განზოგადებული ჩარნი-ობუხოვის განტოლება. ეს ტალღები წარმოიქმნება დინამო-ელექტრული ველის საშუალებით და წარმოადგენენ ტროპოსფერული როსბის ტალღების განზოგადებას მბრუნავ იონოსფეროში სივრცობრივად არაერთგვაროვანი გეომაგნიტური ველის პირობებში.
2) ნაჩვენებია, რომ განმხოლოებულ გრიგალურ სტრუქტურებად თვითორგანიზაციის მექანიზმი წარმოადგენს ტალღის განტოლებაში ტალღის დისპერსიისა და სკალარული და პუასონის ფრჩხილებით წარმოდგენილი კონვექციურ არაწრფივობათა ურთიერთქმედების ერთობლივ კომპენსაციას. შედეგად განმხოლოებული სტრუქტურები არიან ანიზოტროპული და წარმოადგენენ დიპოლური გრიგალების შეშფოთებაზე ზედდებულ სიმეტრიული გრიგალების ერთობლიობას.
3)სინოპტიკური მასშტაბის შეშფოთებებისათვის სტაციონალური არაწრფივი ამონახსნებია მიღებული ანალიზურად.
4)დადგენილია რომ იონოსფეროს E და F შრეებში არიძვრებიან ე.წ. ჩქარი და ნელი დაბალსიხშიროვანი ელექტრომაგნიტური პლანეტარული ტალღები.
5)მიღებულია სივრცით სამგანზომილებიანი (x, y, z) პლანეტარული მასშტაბის უდს ელექტრომაგნიტური ტალღების იონოსფეროში გავრცელების აღმწერი არაწრფივი, კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა ჩაკეტილი სისტემა.

პროექტში მონაწილე პერსონალი:

პუბლიკაციები

  • Jemal Rogava, Mikheil Tsiklauri, Zurab Gegechkori, High degree precision decomposition method for the evolution problem with an operator under a split form, Paris, M2AN, Vol.36, no.4, pp. 693-704, , 2002.
  • Jemal Rogava, Mikheil Tsiklauri, Zurab Gegechkori, The fourth order accuracy decomposition scheme for an evolution problem, Paris, ESAIM-Mathematical Modelling and Numerical Analysis, M2AN, Vol.38, no.4, pp.707-722, , 2004.
  • Tamaz Kaladze, Jemal Rogava, Luba Tsamalashvili, Mikheil Tsiklauri, Investigation and numerical resolution of initial-boundary value problem for the generalized Charney–Obukhov and Hasagewa–Mima equations, Physics Letters A,Vol: 343, Issue: 1, Page: 199-215, Elsevier, 2005.
  • Tamaz Kaladze, Oleg Pokhotelov, Sagdeev Roald, Lennart Stenflo, Pradip Shukla, Drift wave driven zonal flows in plasmas, Physics of Plasmas, Volume 12, Issue 12, article id. 122311 6 pp. (2005), American Institute of Physics, 2005.