info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

წანაცვლებითი ნეიტრალური ქარის მოქმქდების ქვეშ მყოფი როსბის ტიპის განმხოლოებული სტრუქტურების გენერაცია და არაწრფივი დინამიკა დედამიწის იონოსფეროში (04/01)


დამფინანსებელი

თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევების საბჭო

დაწყების თარიღი: 2019-01-01       დასრულების თარიღი: 2021-01-01

პროექტში შემუშავებული ერთიანი მიდგომის საფუძველზე განვითარებულია დედამიწის სუსტად იონიზირებული იონოსფეროს სამივე, D, E და F-შრეებისათვის ულტრადაბალი სიხშირის (ULF) როსბის ტიპის პლანეტარული ელექტრომაგნიტური (EM) ტალღების გავრცელების წრფივი და არაწრფივი თეორია მათი სივრცულად არაერთგვაროვან გასაშუალებულ წანაცვლებით ზონალურ ნაკადთან ურთიერთქმედების გათვალიწინებით; გამოკვლეულია აღნიშნული ტალღების გენერაციის ახალი ფიზიკური მექანიზმები იონოსფეროს სხვადასხვა შრეებში; გარკვეულია წანაცვლებითი ნაკადის მქონე იონოსფეროში სწრაფი და ნელი ULF პლანეტარული EM ტალღების წრფივი შეწყვილების შესაძლებლობა; შესწავლილია ULF ტალღების არაწრფივ გრიგალურ სტრუქტურებად თვითორგანიზაციის პრობლემა იონოსფეროს სხვადასხვა შრეებში და აგებულია სივრცულად ლოკალიზებული განმხოლოებული გრიგალური სტრუქტურებისათვის შესატყვისი ანალიზური სტაციონარული ამონახსნები გასაშუალებულ წანაცვლებით ზონალურ ნაკადთან ურთიერთქმედების გათვალიწინებით; გამოყვანილი და გაანალიზებულია შესაბამისი 2D- და 3D-განზომილების მაგნიტოჰიდროდინამიკური არაწრფივი განტოლებების თვითშეთანხმებული მოდელური სისტემა, რომელიც აღწერს ასეთი ტიპის ტალღებისათვის მსხვილმასშტაბიანი განმხოლოებული გრიგალური სტრუქტურების დინამიკას; შესწავლილია გასაშუალებული წანაცვლებითი ზონალური ნაკადის მოქმედებით ზონალური ნაკადების პარამეტრული გენერაციის მექანიზმები; ჩატარებულია განსახილველი ULF შეშფოთებების ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიკაცია და შედეგები შედარებულია არსებულ თანამგზავრულ და დედამიწისეულ ექსპერიმენტულ მონაცემებს იონოსფეროს სხვადასხვა შრეებისათვის. პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა აკუსტიკურ-გრავიტაციული ტალღებისათვის ანალოგიური კვლევის განხორციელების აუცილებლობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით.

პროექტში მონაწილე პერსონალი:
  • Tamaz Kaladze (პროექტის ხელმძღვანელი)
  • Osman Ozcan (კოორდინატორი)
  • Luba Tsamalashvili (ძირითადი პერსონალი)
  • David Kaladze (ძირითადი პერსონალი)
  • Ali Yesil (ძირითადი პერსონალი)
  • Mustafa İNÇ (ძირითადი პერსონალი)
  • Selçuk Sağır (ძირითადი პერსონალი)
  • Kadri Kurt (ძირითადი პერსონალი)

პუბლიკაციები

  • Tamaz Kaladze, Luba Tsamalashvili, David Kaladze, Osman Ozcan, Ali Yesil, Modified KdV equation for magnetized Rossby waves in a zonal flow of the ionospheric E-layer, Physics LettersA, v. 383, No. 32, Elsevier, 2019.
  • Tamaz Kaladze, David Kaladze, Luba Tsamalashvili, Ali Yesil, Osman Ozcan, Kadri Kurt, Selçuk Sağır , The Change of The Magnitude of The Electric Field Vector (Ey/E0) in The Ionosphere in The Magnetic Equator Through, Turkish Journal of Science & Technology, v. 16, #1, 31-38, Fırat University Graduate School of Applied and Natural Sciences, 2021.
  • Tamaz Kaladze, David Kaladze, Luba Tsamalashvili, Osman Ozcan, Ali Yesil, Kadri Kurt, Selçuk Sağır , Shear flow-driven magnetized Rossby wave dynamics in the Earth's ionosphere, Zeitschrift für Angewandte Mathematik and Physik ZAMP, v. 72, #130 (17pp), Birkhäuser Verlag, 2021.