პროფესორი, დოქტორი თეიმურაზ დავითაშვილი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) (დიპლომი მათემატიკაში, ჰიდროჰაერამექანიკის სპეციალობით). 1994-1998 წლებში იყო ასოც. პროფ. და 1999-2006 წლებში თსუ პროფესორი. 2006 წლიდან 2011 წლამდე საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის „ამინდის პროგნოზი, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფული მოვლენების მოდელირება“ დეპარტამენტის უფროსი. 2011 წლიდან თსუ ი.ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის „მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი“ ხელმძღვანელი. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ პროექტში დაფინანსებულ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - 5, ევროკომისიის ჩარჩო პროგრამა - 4, ნატოს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 4, მეცნიერთა მსოფლიო ფედერაციის - 6, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის - 7. ავტორი და თანაავტორი 150 პუბლიკაციისა. მისი ზოგადი კვლევითი ინტერესებია: ჰიდროაერომექანიკა; რიცხვითი ანალიზი და გამოთვლითი მათემატიკა; გეოფიზიკა; მეტეოროლოგია; ჰიდროლოგია; ჰიდროაერომექანიკის, ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების და გარემოს დაბინძურების პრობლემების მათემატიკური მოდელირება; ამინდისა და კლიმატის პროგნოზირება რიცხვითი მეთოდებით.