info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

NTRU-ზე დაფუძნებული კრიპტოსისტემების დიზაინი და ანალიზი ფორმალური მეთოდების გამოყენებით (Tubitak 04/03)


დამფინანსებელი

SRNSFGშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დაწყების თარიღი: 2019-02-05       დასრულების თარიღი: 2021-02-05

თანამედროვე საზოგადოებაში კომპიუტერული სისტემების გამოყენებათა ზრდის გამო კიბერსივრცის უსაფრთხოება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქცა. უსაფრთხოების ნორმების დაცვაში დაშვებული უყურადღებობა და შეცდომები მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევს ხელთ იგდოს ღირებული პირადი ინფორმაცია, ფინანსური მონაცემები, ეკონომიკური და სამხედრო საიდუმლოებანი და გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

კიბერუსაფრთხოების ამოცანაა ციფრული რესურსების, სისტემების, ქსელების, მონაცემების დაცვა მათზე უნებართვო წვდომისგან. ინვესტიციები ამ დარგში, მისი უაღრესად დიდი მნიშვნელობის გამო, განუხრელად იზრდება. გარტნერის პროგნოზით, ინფორმაციის უსაფრთხოების მსოფლიო ბაზრის ღირებულება 2022 წლისთვის 170.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

კრიპტოგრაფია და კრიპტოგრაფიული პროტოკოლები კიბერუსაფრთხოების ქვაკუთხედია. ეს გახლავთ ტექნიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინფორმაციის მიმოცვლა განვახორციელოთ უსაფრთხოდ. დამტკიცებულია, რომ დღეისათვის არსებული კრიპტოგრაფიული პროტოკოლები აღარ იქნება უსაფრთხო კვანტური კომპიუტერის ეპოქაში, ამიტომ აქტუალურია პოსტ-კვანტური კრიპტო-სისტემების კვლევა.

წარმოდგენილი სამეცნიერო პროექტი ეხებოდა პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიული სქემების ფორმალურ ანალიზს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა NTRU-ზე დაფუძნებული კრიპტოგრაფიული პროტოკოლების მოდიფიკაცია და ანალიზი ფორმალიზმში, რომელიც მიღებულია ლოგიკური პროგრამირების და პირობითი გადაწერის წესების კომბინაციით. მიღებული შედეგები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხასიათისაა. პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები განავრცობენ არსებულს და ქმნიან ახალ ტექნოლოგიებს კრიპტოსისტემების ფორმალური ანალიზის მიამრთულებით. პროექტში მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია, როგორც მეცნიერებისათვის, ასევე ინსუდტრიისათვის. კერძოდ, მიღებული შედეგების გამოყენება შესაძლებელია ისეთ დარგებში, როგორიცაა კიბერ უსაფრთხოება, მონაცემთა ანალიზი და უსაფრთხოება, დეკლარაციული პროგრამირება და ფორმალური ანალიზი.

პროექტში მონაწილე პერსონალი:
  • Mikheil Rukhaia (პროექტის ხელმძღვანელი)
  • Besik Dundua (ძირითადი პერსონალი)
  • Lali Tibua (ძირითადი პერსონალი)
  • Lia Kurtanidze (ძირითადი პერსონალი)
  • Lela Mirtskhulava (ძირითადი პერსონალი)

მოხსენებები

  • Maude-NPA and Formal Analysis of NTRU-based Protocols , by Mikheil Rukhaia (Speaker) at XXIII International Enlarged Sessions of the Seminar of Ilia Vekua Institute of Applied Mathematics, 2019, Tbilisi, Georgia.
  • Introduction to Maude-NRL, by Mikheil Rukhaia (Speaker) at SRNSFG-TUBITAK Project Workshop, 2019, Antalya, Türkiye.
  • About Modelling MaTRU-based Protocols in Maude-NPA, by Lia Kurtanidze (Speaker), Mikheil Rukhaia at X Annual International Conference of the Georgian Mathematical Union, 2019, Batumi, Georgia.
  • Post-Quantum Cryptosystems and Their Formal Analysis, by Mikheil Rukhaia (Speaker), Sedat Akleylek, Besik Dundua at 3rd International Conference on Advanced Technologies, Computer Engineering and Science, 2020, Karabük, Türkiye (online).

პუბლიკაციები

  • Mikheil Rukhaia, Lali Tibua, Besik Dundua, Star Types: A Type System for Pattern Calculus with Finitary Matching, Applied Mathematics, Informatics and Mechanics, vol 25(2), Tbilisi University Press, 2020.