ლალი ტიბუა მეცნიერ თანამშრომელია გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში და ასოცირებული პროფესორია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. მას აქვს დოქტორის ხარისხი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახემწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს ,,მათემატიკური ლოგიკა, ალგებრა და რიცხვთა თეორია ‘’ მიერ გაცემული. 2005 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მეცნიერული კვლევის ძირითადი შედეგები მოხსენდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს და სიმპოზიუმებს. არის 44 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ის მონაწილობდა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში როგორც ძირითადი შემსრულებელი. ის აგრეთვე ჩართულია სასწავლო პროცესში. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახისვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების ლექტორად. კერძოდ, კითხულობდა ლექციებს: ,,მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა’’, ,,ალგებრა და ანალიზური გეომეტრია’’, ,,კალკულუსი’’,,, გამოყენებითი ლოგიკა’’ და სხვა. ის აქტიურად მონაწილეობს სტუდენტთა საერთაშორისო სკოლა–სემინარის მუშაობაში. (ის არის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი).