info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

ურანგო ალბათური თეორია (FR-22-4254)


დამფინანსებელი

SRNSFGშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დაწყების თარიღი: 2023-03-17       დასრულების თარიღი: 2026-03-17


ხელოვნური ინტელექტის განვითარების ადრეული ეტაპიდანვე ლოგიკური და ალბათური მეთოდები გამოიყენებოდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ისეთი ამოცანების ამოსახსნელად, რომელიც გარკვეული ტიპის ``ინტელექტს'' მოითხოვს. ალბათობის თეორია სწავლობს გაურკვევლობით გამოწვეულ ამოცანებს, ხოლო ლოგიკა უფრო ხშირად გამოიყენება სრულყოფილ ცოდნაზე მსჯელობისთვის. მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაეთმო ლოგიკური და ალბათური მეთოდების გაერთიანებას ერთ ჩარჩოში, რამაც მოახდინა სხვადასხვა ფორმალიზმისა და პროგრამირების ინსტრუმენტების განვითარება.

აქამდე შესწავლილი ყველა ალბათური ლოგიკური ფორმალიზმი უშვებს მხოლოდ ინდივიდუალურ ცვლადებს, რომელთა ჩანაცვლება შესაძლებელია ერთი თერმით. მეორეს მხრივ, განვითარდა თეორიები და სისტემები, რომლებიც დამატებით იყენებენ მიმდევრობით ცვლადებს (ამ ცვლადების ჩანაცვლება შესაძლებელია სასრული, შესაძლოა ცარიელი, თერმების მიმდევრობით) და ურანგო სიმბოლოებს (ფუნქციონალური ან/და პრედიკატული სიმბოლოები ფიქსირებული ადგილიანობის გარეშე). ურანგო თერმი არის პირველი რიგის თერმი, სადაც ერთი და იგივე ფუნქციონალური სიმბოლო შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა რაოდენობის არგუმენტებით. ურანგო ფუნქციონალურ სიმბოლოებს და მიმდევრობით ცვლადებს ენაში შემოაქვთ დიდი გამომსახველობითი უნარი.

შემოთავაზებული პროექტის მთავარი სიახლეა ურანგო ალბათური ლოგიკის შემუშავება, მისი თვისებების შესწავლა და მასზე მსჯელობის მეთოდის დანერგვა. ჩვენი მიდგომის სიახლეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ განვავრცობთ ალბათურ ლოგიკას მიმდევრობითი ცვლადებით და მოქნილ-ადგილიანი ფუნქციონალური და პრედიკატული სიმბოლოებით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ასეთი ფორმალიზმები ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი ლიტერატურაში.

პროექტი არის ინტერდისციპლინარული, ვინაიდან ის იყენებს ტექნიკებს სამი სამეცნიერო დარგიდან: მათემატიკა (ალბათობის თეორია), ლოგიკა (მიმდევრობითი ცვლადებითა და თერმებით) და კომპიუტერული მეცნიერება (ავტომატური მსჯელობის მეთოდები). ასეთი კომბინაცია ხშირია თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროექტებში. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მხოლოდ ფუნდამენტური კვლევები არ არის ინტერდისციპლინარული, არამედ მისი მოსალოდნელი შედეგების გამოყნება შესაძლებელია სხვადასხვა სამეცნიერო დარგში და ინდუსტრიაშიც კი. მიღებულ ფორმალიზმს ექნება მდიდარი შესაძლებლობები სხვადასხვა სახის გამოყენებებისათვის ელექტრონულ კომერციაში, რანდომიზირებულ კრიპტოგრაფიაში, კომპიუტერულ ლინგვისტიკაში და სხვა.

პროექტში მონაწილე პერსონალი:

მოხსენებები

  • Unranked Probabilistic Theory: Project Presentation, by Mikheil Rukhaia (Speaker), Anriette Michel Fouad Bishara, Lia Kurtanidze, Lali Tibua at XXXVII International Enlarged Sessions of the Seminar of Ilia Vekua Institute of Applied Mathematics, 2023, Tbilisi, Georgia.
  • Unranked Probabilistic Theory: Project Presentation, by Mikheil Rukhaia (Speaker), Anriette Michel Fouad Bishara, Lia Kurtanidze, Lali Tibua at 19th International Conference Computability in Europe, 2023, Batumi, Georgia.
  • Logical Interpretation of Probability, by Lia Kurtanidze (Speaker) at XIII Annual International Conference of Georgian Mathematical Union, 2023, Batumi, Georgia.
  • Sequent Calculus for Unranked Probabilistic Logic, by Lali Tibua (Speaker) at XIII Annual International Conference of Georgian Mathematical Union, 2023, Batumi, Georgia.
  • First-Order Probabilistic Logic With Sequence Variables and Unranked Symbols, by Mikheil Rukhaia (Speaker), Lali Tibua, Lia Kurtanidze, Merium Hazem Anwar Labib Bishara at Advances in Modal Logic, 2024, Prague, Czech Republic.