ნ. ზირაქაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
1963-1968 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, დაამთავრა 1968 წელს და მიენიჭა მათემატიკოსის წოდება. 1968-1988 წლებში მუშაობდა თსუ ილია ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა პოზიციაზე (მათემატიკოს პროგრამისტი, უფროს ინჟინერ-მათემატიკოს პროგრამისტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი). 1988-1997 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. მან მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1997 წელს ამავე უნივერსიტეტში. ავტორია 68-მდე სამეცნიერო სტატიის (23 სტატია Scopus -ში ინდექსირებულ და მათ შორის 16 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე, 38 სტატია რეცენზირებულ ჟურნალებში), 37 თეზისი და 1 თავი Web of Science -ში ინდექსირებულ წიგნში.
მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებია: უწყვეტი გარემოს მექანიკა, რიცხვითი (სასაზღვრო ელემენტთა) და ანალიზური (ცვლადთა განცალების) მეთოდები, დრეკადობის, თერმდრეკადობის და ფოროდრეკადობის ამოცანების მათემატიკური და რიცხვითი მოდელირება.
მონაწილეობას იღებს სასაწავლო პროცეში, კერძოდ, საათობრივი ანაზღაურებით (მოწვეული პერსონალი) მონაწილეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სასწავლო პროცესში.