info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

წრფივი და არაწრფივი გარსების გათვლა ი. ვეკუას მეთოდით და სამგანზომილებიანი თერმოდრეკადობის ლოკალიზაცია-დელოკალიზაციის ამოცანების ეფექტური ამოხსნა (1.01.83)


დამფინანსებელი

SRNSFGშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დაწყების თარიღი: 2005-06-01       დასრულების თარიღი: 2005-12-31

აგებული და დაფუძნებული იქნება სამგანზომილებიანი გარსული ტიპის დრეკადი სხეულების შესაბამისი ორგანზომილებიანი მათემატიკური თეორია წრფივი და არაწრფივი გარსებისათვის, რომელიც თავისუფალი იქნება ფიზიკური და გეომეტრიული სახის ჰიპოთეზებისაგან, როგორც ეს განახორციელა ი. ვეკუამ. პროექტის მიზანია ი. ვეკუას მეთოდის განზოგადება წრფივი და არაწრფივი გარსებისათვის, აგრეთვე ნარევთა თეორიისათვის და შესაბამისი მათემატიკური ამოცანების გამოკვლევა. აგრეთვე, პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანების როგორც ანალიზური, ასევე მიახლოებითი ამოხსნა და მიღებული შედეგების შედარება კლასიკურ შედეგებთან. განხილული იქნება ე.წ. ლოკალიზაცია-დელოკალიზაციის ამოცანები, რომელთა გადაწყვეტის შემთხვევაში გაიზრდება კონსტრუქციის საიმედობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სხეულის ფენების სისქისა და რაოდენობის, ანიზოტროპიისა და არაერთგვაროვნების შერჩევის ხარჯზე მოხდება ძაბვების სასურველი გადანაწილება.

პროექტში მონაწილე პერსონალი: