info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

საქართველოს ტრანსასაზღვრო რეგიონების დიდი მყინვარების დეგრადაციისშესწავ ლა რეგიონული კლიმატური ცვლილების ფონზე (BRG- I-24-1152)


დამფინანსებელი

SRNSFGშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დაწყების თარიღი: 2024-09-18       დასრულების თარიღი: 2025-11-18

წარმოდგენილი პროექტის კვლევის მიზანი იყო საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრისპირა რეგიონში მდებარე ზოგიერთი დიდი მყინვარის (გერეგეთი, დევდორაკი, მნა, ბუბა, თბილისა, ჭანჭახი, ლეხზირი, უშბა და ჭალაათი) წარსული და თანამედროვე დინამიკის შესწავლა და მათი შესაძლო ცვლილებების პროგნოზირება თანამედროვე, მაღალი სიზუსტის რიცხვითი მოდელით (Open Global Glacier Model (OGGM) v.1.6.2), დისტანციური ზონდირების სატელიტური მოწყობილობებისა (ASTER GDEM, Landsat 5 TM, Landsat 7 ETM, Landsat 8 OLI, GLIMS, PVGIS-CMSAF) და მეტეოროლოგიური დრონების (Unmanned Aircraft Vehicle System (UAVS) გამოყენებით შესაძლო რეგიონალური კლიმატური ცვლილების ფონზე.კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში შესწავლილია მდინარეების – ენგურის, რიონისა და თერგის აუზების ზოგიერთი დიდი ფართობის (2 კმ2-ზე მეტი) მქონე მყინვარების გეომეტრიული და გლაციოლოგიური პარამეტრების ცვლილების დინამიკა მათემატიკური მოდელირებისა და დისტანციური ზონდირების მოწყობილობათა გამოყენებით.
ამგვარად, OGGM რიცხვითი მოდელითა და თანამგზავრული დისტანციური ზონდირებით პირველად გამოკვლეული და შესწავლილი იქნა საქართველოს დიდ მყინვართა მასის ბალანსი და მყინვართა გეომეტრიის ცვლილების დინამიკა, დაფუძნებული მყინვართა გეომეტრიის დინამიკის ამსახველ გადატანისა და დიფუზიის არაწრფივ კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა რიცხვით ინტეგრირებაზე. მათემატიკური მოდელირებით (OGGM რიცხვითი მოდელით) პირველად გამოკვლევულ და შესწავლილ საქართველოს მყინვართა მასის ბალანსის ცვლილება, პირველად შეფასდა მყინვართა ფართობის, მოცულობისა და ყინულის სისქის საუკუნოვანი ცვლილების პროცესი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა აკუმულაციისა და აბლაციის პროცესები. მიღებული შედეგების ეფექტურობა დადგინდა როგორც დისტანციური ზონდირების საფუძველზე ასევე მიწისპირა მონაცემების გამოყენებით. სიახლეა, რომ OGGM რიცხვითი მოდელით განსაზღვრულ იქნა ამ მყინვარების თითქმის სრული დნობის სავარაუდო თარიღები.
ჩატარებულმა კვლევებმა საშუალება მოგვცა, რომ შეგვესწავლა კლიმატის დათბობის შედეგად მყინვარების ფლუქტუაცია, უკანდახევის დროს დიდი მყინვარების საერთო ფართობისა და მოცულობის შემცირება. იმის გათვალისწინებით, რომ დიდი მყინვარები განსაკუთრებულ როლს ასრულებს წყლის ბალანსის ჩამოყალიბებაში, მათი შემცირება და გაქრობა დიდ გავლენას ახდენს ბუნებრივ ეკოსისტემებზე, ამიტომ აუცილებელი გახდა აქ წარმოდგენილი თანამედროვე მეთოდოლოგიით, გლობალური დათბობის ფონზე, შეგვესწავლა მყინვარებში მიმდინარე ცვლილებები და მიღებული შედეგებით გამოგვეტანა მათი ქცევის სავარაუდო საპროგნოზო დასკვნები.

პროექტში მონაწილე პერსონალი:

პუბლიკაციები

  • Teimurazi Davitashvili, Inga Samkharadze, Dimitri Amilakhvari, Giorgi Rukhaia, Davit Svanadze, Nino Chikhradze, Study Climate Change influence on some Caucasus (Georgia) Glaciers based OGGM Modelling and remote sensing data, ., უნივერსალი, 2025.