ჩემი სპეციალიზაცია არის ბიზნესისა და ინდუსტრიის ამოცანების მათემატიკური მოდელირება და მათი გადაჭრის გზების პოვნა. მიმუშავია ინდუსტრიული ამოცანების ფართო სპექტრთან, რომლებიც მოიცავდნენ მოდელირებას, ოპტიმიზაციას, გეომეტრიას, ალბათობის თეორიასა და სტატისტიკას.
ჩემი ძირითადი კვლევითი მიმართულება არის ოპტიმალური ტრანსპორტის თეორია და მისი გამოთვლითი ასპექტების გამოყენება. ბოლო პერიოდში დავინტერესდი ოპტიმალური ტრანსპორტის თეორიისა და გამოთვლების გამოყენებით ამინდის მოდელებში.
სამუშაო გამოცდილება:
მეცნიერ-თანამშრომელი 2022 – დღემდე.
ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო.
მათემატიკური საკონსულტაციო/კვლევითი მომსახურება ბიზნესისათვის 2022 – დღემდე.
ინდმეწარმე.
ევროპული ინდუსტრიული დოქტორანტურის ინდუსტირული მხარე 2018 – 2021 (ჯამში 18 თვე).
Signify N.V. / სიგნიფაი. ეინდჰოვენი, ნიდერლანდების სამეფო.
მკვლევარი დოქტორანტი (რომსოკ ე.ი.დ-ის გრანტის ფარგლებში) 2018 – 2021.
INRIA / ინრია - ინფორმატიკისა და ავტომატიკის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი. პარიზი, საფრანგეთი.
1კომერციული კვლევითი პროექტის წევრი 2014 – 2015.
შ.პ.ს. სტედი ლოჯიქი. თბილისი, საქართველო.
ინფორმატიკის მასწავლებელი 2013 – 2014.
სკოლა-პანსიონი IB-მთიები. თბილისი, საქართველო
განათლება:
გამოყენებითი მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი 2018 – 2021
მათემატიკის სადოქტორო სკოლა, პარიზ-დოფინის უნივერსიტეტი - პ.ს.ლ.
მათემატიკის მეცნიერებათა მაგისტრი 2015 – 2017
მათემატიკის დეპარტამენტი, მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
ფაკულტეტი, რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტი.
მათემატიკის მეცნიერებათა ბაკალავრი 2010 – 2014
მათემატიკის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულ-
ტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საშუალო სკოლა 1998 – 2010
თბილისის 171-ე საშუალო სკოლა.