განათლება:
სკოლა (1957-1967). დაამთავრა ოქროს მედალზე.
ინჟინერ-ელექტრიკოსი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, “ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი”, “ელექტრონული-გამოთვლითი მანქანების” კათედრა, დაამთავრა წითელ დიპლომზე. თბილისი (1967-1972).
M-4000 სუპერ-კომპიუტერი, კიევი, უკრაინა (სექტემბერი-დეკემბერი, 1972 წელი).
გამოყენებითი მათემატიკა. ასპირანტურა, მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის “გამოყენებითი მათემატიკის” კათედრა, მოსკოვი, რუსეთი (1974-1978).
ტექ. მეც. კანდიდატი (მარტი, 1978) (სპეციალობა: “ტექნიკური კიბერნეტიკა და ინფორმაციის თეორია”) (დისერტაცია დაცული იქნა მოსკოვის ენერგეტიკულ ინსტიტუტში (რუსეთი). დისერტაციის თემა: “მოძრავი ობიექტების აღმოჩენა და მიყოლა რადიოლოკაციური გაზომილი ინფორმაციის საფუძველზე”)
ტექ. მეც. დოქტორი (ოქტომბერი, 1990) (სპეციალობა: “კომპიუტერული ტექნიკის, მათემატიკური მოდელირების და მათემატიკური მეთოდების გამოყენება კვლევებში” და “გარემოს, ნივთიერებების, მასალების და საგნების კონტროლის საშუალებები და მეთოდები”) (დისერტაცია დაცული იქნა მოსკოვის ქიმიურტექნოლოგიურ ინსტიტუტში (რუსეთი). დისერტაციის სათაური: “მათემატიკური მოდელები, მეთოდები და ალგორითმები ბუნებრივი გარემოს წყლის ობიექტების გაბინძურების დონის კონტროლის სისტემური ავტომატიზაციისათვის”)
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) (2022-დან)
მუშაობის გამოცდილება:
09.2011: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით).
სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების და პარამეტრების შეფასების ორიგინალური მეთოდების და პროგრამული პაკეტების დამუშავება. ბიომეტრიულ სისტემებში ვერიფიკაციის მაღალი საიმედობის და ეკონომიური მეთოდების დამუშავება.
09.2007-09. 2012: ლაჰორის სახელმწიფო კოლეჯ-უნივერსიტეტის
აბდუს სალამის სახელობის მათემატიკურ მაცნიერებათა სკოლის უცხოელი პროფესორი (პაკისტანი).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას
სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (საზოგადოებრივ საწყისებზე).
სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების ბაიესის ტიპის ახალი მეთოდების (უპირობო, პირობითი და მიმდევრობითი) დამუშავება. წარმოების მდგრადი განვითარების პრობლემების გადაწყვეტისათვის მათემატიკური მოდელების და მეთოდების დამუშავება.
ორი ასპირანტის ხელმძღვანელი, რომლებმაც
დაიცვეს შემდეგი დისერტაციები ფილოსოფიის დოქტორის (მათემატიკა) ხარისხის მოსაპოვებლად
07.05.11-ში:
1. მრავალგანზომილებიანი ნორმალური განაწილების პარამეტრების მიმართ მრავალი ჰიპოთეზის შემოწმების ბაიესის მეთოდები;
2. მრავალი ჰიპოთეზის შემოწმების ბაიესის მიდგომის განზოგადოება პირობითი ოპტიმიზაციის ამოცანის სახით.
08.2001-09.2007 წ.:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული
პროფესორი, ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი.
გარემოს დაცვის მათემატიკური მეთოდებისა და პროგრამული საშუალებების დამუშავება. გარემოს, სოფლის მეურნეობის, მედიცინის მონაცემების გამოყენებითი მათემატიკის მეთოდებით IBM – თავსებად პერსონალურ კომპიუტერზე დამუშავება. მონაცემების დამუშავების მათემატიკური მეთოდებისა და პროგრამული საშუალებების შექმნა. მათემატიკური სტატისტიკის მეთოდებისა და ალგორითმების დამუშავება.
1992-2001 წ.:
გარემოს მონიტორინგის ეროვნული ცენტრის უფროსი (თბილისი, საქართველო).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით).
გარემოს მონიტორინგის ავტომატიზაციის მეთოდებისა და საშუალებების დამუშავება: გამოყენებითი პროგრამმული პაკეტები, ექსპერიმენტის შედეგების დამუშავება, ატმოსფეროს დაჭუჭყიანების ინფორმაციის და ჰიდროქიმიური მონაცემების, მდინარეების ავარიული დამჭუჭყიანებლების ავტომატური აღმოჩენის ალგორითმები და პროგრამები (IBM –თავსებადი კომპიუტერებისათვის), ინფორმაციის შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობა.