დაწყების თარიღი: 2014-04-10 დასრულების თარიღი: 2016-04-10
• შეიქმნა მიდგომები, მეთოდები და ალგორითმები დაქტილოსკოპიაზე დაფუძნებულ მსხვილმაშტაბიან ბიომეტრიულ სისტემებში პიროვნების იდენტიფიცირების საიმედოობის ამაღლების, სისტემის სწრაფქმედების ამაღლების და ერგონომიულობის გაუმჯობესების მიზნით.
• დამუშავდა მეთოდები მსხვილმაშტაბიანი ბიომეტრიული საარჩევნო სისტემის გაყალბებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფისათვის.
• დამუშავდა გაყალბებისადმი მდგრადი მსხვილმაშტაბიანი ბიომეტრიული საარჩევნო სისტემის ახალი არქიტექტურა, პილოტური რეალიზაცია და შედეგების ანალიზი.
კვლევის შემაჯამებელი მოკლე ანგარიში
1. სამეცნიერო პროექტის მიზნები, ამოცანები და მიღწეული შედეგები ( მოცემულ გრაფაში მიუთითეთ განხორციელებული სამეცნიერო პროექტის მიზნები, ამოცანები და პროექტის განხორციელების შედეგები არაუმეტეს 2 გვერდისა)
პროექტის მიზნებს წარმოადგენს:
• მიდგომების, მეთოდების და ალგორითმების დამუშავება მსხვილმაშტაბიან ბიომეტრიულ სისტემებში პიროვნების იდენტიფიცირების საიმედოობის და სწრაფქმედების ამაღლების და ერგონომიულობის გაუმჯობესების მიზნით.
• მეთოდების დამუშავება მსხვილმაშტაბიანი ბიომეტრიული საარჩევნო სისტემის გაყალბებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით.
• გაყალბებისადმი მდგრადი მსხვილმაშტაბიანი ბიომეტრიული საარჩევნო სისტემის ახალი არქიტექტურის დამუშავება, პილოტური რეალიზაცია და შედეგების ანალიზი.
აქედან გამომდინარე დამუშავდა შემდეგი ამოცანები:
• დადგინდა და გაანალიზებული იქნა ბიომეტრიული სისტემის ეფექტურობის ზოგადი მაჩვენებლები. გამოკვლეული იქნა ბიომეტრიული და მულტიბიომეტრიული სისტემების საიმედოობა, რამაც აჩვენა მულტიბიომეტრიის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მულტიბიომეტრიულ მეთოდზე დაფუძვნებით დამუშავდა კვაზიმულტიბიომეტრიული მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა სუბიექტის იდენტიფიცირების მისაღები საიმედოობის პირობებში მკვეთრად ამაღლდეს სისტემით სარგებლობის ერგონომიულობა და გამტარუნარიანობა.
• დამუშავდა ბიომეტრიული სისტემების იმიტაციური მოდელი, რომელმაც საშუალება მოგვცა დადგენილიყო მსხვილმაშტაბიანი ბიომეტრიული სისტემის ეფექტურობის მაჩვენებლები: საიმედოობა (მომხმარებლის იდენტიფიცირების სისწორე), სწრაფქმედება (სისტემის გამტარუნარიანობა), ერგონომიულობა (მომხმარებლისათვის სისტემით სარგებლობის კომფორტულობა).
• დამუშავდა ბიომეტრიული სისტემების ეფექტურობის ამაღლების მეთოდები, კერძოდ, მსხვილმაშტაბიანი ბიომეტრიული სისტემის საიმედოობის და გამტარუნარიანობის ამაღლების მიზნით დამუშავდა სუბიექტის იდენტიფიცირების ვერიფიცირებისა და იდენტიფიცირების მეთოდების ერთობლივი გამოყენების ხერხი და მაშტაბურ საარჩევნო სისტემებში ბიომეტრიული იდენტიფიცირების დაჩქარებული ალგორითმის, რომლებმაც მოითხოვა ორივე მეთოდისათვის დადგენილიყო ბიომეტრიული ტექნოლოგიის ცდომილების ზღვრული მნიშვნელობები. ამ მიზნით დამუშავდა ბიომეტრიული იდენტიფიცირების სტატისტიკური მეთოდი, რამაც საშუალება მოგვცა უფრო მეტი სიზუსტით განგვესაზღვრა ცდომილების ზღვრული მნიშვნელობები.
• გამოკვლეული და გაანალიზებული იქნა თანამედროვე ელექტრონული და ბიომეტრიული საარჩევნო სისტემები, რამაც გამოკვეთა მათი ღირსებები და ნაკლოვანი მხარეები.
• განხორციელდა სუბიექტის ბიომეტრიული მაჩვენებლის ხარისხის კვლევა კლიმატურ პირობებთან და კონკრეტულ დაქტილოსკოპიურ სკანერებთან მიმართებაში, რის საფუძველზეც განისაზღვრა ბიომეტრიულ საარჩევნო სისტემაში გამოყენებული ბიომეტრიული გადამწოდებისადმი და ბიომეტრიული საარჩევნო სისტემის აპარატურულ–პროგრამული საშუალებებისადმი წაყენებული მოთხოვნები.
• დამუშავდა ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო სისტემის არქიტექტურა, რომელიც ითვალისწინებს ამომრჩევლის ბიომეტრიულ რეგისტრირებას საარჩევნო სიების შედგენისასის და ამომრჩევლის ბიომეტრიულ იდენტიფიცირებას კენჭისყრის პროცესში როგორც რეგისტრირების, ასევე ხმის მიცემის ეტაპებზე. შედეგად, გამოირიცხა საარჩევნო პროცესში სუბიექტური ჩარევების შესაძლებლობები. შედეგად, მიღებული იქნა გაყალბებისადმი მდგრადი ბიომეტრიული საარჩევნო სისტემის არქიტექტურა.
• დამუშავდა და განხორციელდა ბიომეტრიული საარჩევნო სისტემის პილოტური პროექტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მცირე მაშტაბის საარჩევნო და ხმის მიცემის პროცესების წარმართვისათვის. პილოტური პროექტი რეალიზებულია სტანდარტული კომპიუტერული აპარატურის გამოყენებით, რომლისთვისაც დამუშავდა ორიგინალური პროგრამული უზრუნველყოფები. პილოტური პროექტი ოპერირებს ამომრჩევლის სამი ბიომეტრიული მაჩვენებლით: დაქტილოსკოპია, თვალის ფერადი გარსი და სახის გეომეტრია. შესაბამისად დამუშავდა საარჩევნო პროცესის წარმართვის ნორმატული დოკუმენტები და ინსტრუქცია სისტემის ექსპლუატაციისათვის. საარჩევნო პროცესის წარმართვის ფიზიკურმა მოდელირებამ აჩვენა გამოყენებული მეთოდების, ალგორითმების, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფების მაღალი ეფექტურა.
• განხილული იქნა ბიომეტრიული საარჩევნო სისტემა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჭრილში, რამაც აჩვენა, რომ ბიომეტრიული საარჩევნო სისტემაზე გადასვლისას მოითხოვება საარჩე