განათლება:
2016-2020 - მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2014-2016 - მეცნიერებათა მაგისტრი , ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამუშაო გამოცდილება:
04.01.2023-დღემდე- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), სენატის წევრი
29.12.2020- დღემდე-თსუ, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი
16.09.2019-დღემდე-თსუ, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი
16.03.2020-29.12.2020-თსუ, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი უფროსი ლაბორანტი (ახალგაზრდა მეცნიერი)
03.10.2019-16.03.2020-თსუ, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ლაბორანტი
17.09.2018-28.02.2019-თსუ, მოწვეული ლექტორი
01.04.2015 - 03.10.2019-თსუ, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სპეციალისტი
დამატებითი ინფორმაცია
თეა შავაძემ დისერტაცია დაიცვა პროფესორ თ. თადუმაძის და პროფესორ ა. ნაშავის ხელმძღვანელობით.
თეა შავაძეს გამოქვეყნებული აქვს 23 -ზე მეტი ნაშრომი საერთაშორისო დონის სამეცნიერო ჟურნალებსა და კონფერენციის მასალებში, მათ შორის, იმპაქტ–ფაქტორის მქონე და სკოპუსის ბაზებში ფიქსირებულ ჟურნალებში. მას მიღებული შედეგების გარშემო მოხსენებები აქვს გაკეთებული მრავალ საერთაშორისო დონის კონფერენციაზე (თბილისი, კვიპროსი, ბაქო, ჩინეთი, ისრაელი, პორტუგალია, საბერძნეთი, დუბაი). 2019 წელს სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად მივლინებით იმყოფებოდა ნანტის უნივერსიტეტის ჟან ლერეს სახელობის მათემატიკის ლაბორატორიაში (საფრანგეთი).
არის შემდეგ კონკურსების გამარჯვებული:
• შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი;
• თბილისის საერთაშორისო ცენტრის პრემია მათემატიკასა და ინფორმატიკაში (თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ისტიტუტი) გამარჯვებული მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სექციაში.
• პროგრამა Erasmus-mundus - ის კონკურსის გამარჯვებული, რომლის საშუალე-ბითაც 2012-2013 წლებში სასწავლებლად იმყოფებოდა გიოტინგენის უნივერსიტეტი (გერმანია)
ამჟამად, მუშაობს პროექტზე „ზოგიერთი კლასის ნეიტრალური დიფერენციალური განტოლებებისა და ოპტიმალური ამოცანების სენსიტიური ანალიზი დაგვიანების პარამეტრების შეშფოთებების გათვალისწინებით“ , რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტი“.