დაწყების თარიღი: 2021-12-16 დასრულების თარიღი: 2023-12-17
კვაზიწრფივი სამართი ნეიტრალური დიფერენციალური განტოლებებისთვის დამტკიცებული იქნება ამონახსნის უწყვეტობა საწყისი მონაცემების მიმართ. გამოვლენილი იქნება ანალიზური კავშირი თავდაპირველი და შეშფოთებული განტოლებების ამონახსნებს შორის. კვაზიწრფივი ნეიტრალური ოპტიმალური ამოცანისთვის დამტკიცებული იქნება ოპტიმალური ელემენტის არსებობა. გამოკვლეული იქნება ოპტიმალური ელემენტის არსებობის დამოკიდებულება და ფუნქციონალის მინიმუმის უწყვეტობა შეშოთებებზე. განხორციელებული იქნება ეკონომიკური ზრდის ნეიტრალური დიფერენციალური მოდელის და მისი შესაბამისი ოპტიმალური ამოცანის სენსიტიური ანალიზი. განხორციელებული იქნება სატესტო ამოცანების კომპიუტერული სიმულაციები
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, სულ მცირე 2 სტატიის გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ ჟურნალებში; სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტები საზღვარგარეთ საერთაშორისო კონფერენციებზე და ვიზიტები კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად. ასევე, დაგეგმილია ადგილობრივ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება.