info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

პლაზმური პროცესები მზეზე და მზის სისტემაში (No.100425312)


დამფინანსებელი

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია

დაწყების თარიღი: 2005-01-01       დასრულების თარიღი: 2007-01-01

პროექტში მაგნიტოჰიდროდინამიკური ორსითხოვანი პლაზმური მოდელის ბაზაზე განხილულია სხვადასხვა ტალღების ( დისპერსიული ალფენის ტალღები, როსბი-ალფენის ტალღები, მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღები, და სხვა) გენერაციისა და გავრცელების საკითხები.გათვალისწინებულია ელექტრული დენისა და სივრცულად არაერთგვაროვანი მაგნიტური ველის ურთიერთქმედება. ასეთი მიდგომით არსებითად გამდიდრებულია დაბალსიხშიროვანი ტალღების კლასი მზისა და მზე-დედამიწის სივრცეში, მოხსნილია განუსაზღვრელობები და შევსებულია არსებული ნაკლოვანებები, გაუმჯობესებულია არსებული ფიზიკური და მათემატიკური მოდელები. კვლევა განხორციელებულია როგორც ანალიზური , ასევე რიცხვითი მეთოდებით. გამოყენებულია დედამიწისეული და თანამგზავრული მონაცემები, შესატყვისი ფიზიკური მოდელების ჩამოსაყალიბებლად.

პროექტში მონაწილე პერსონალი:
  • Tamaz Kaladze (პროექტის ხელმძღვანელი)
  • Dejin Wu (კოორდინატორი)