info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

ურანგო არამკაფიო ლოგიკა და მისი გამოყენებები (YS-19-367)


დამფინანსებელი

SRNSFGშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დაწყების თარიღი: 2019-12-11       დასრულების თარიღი: 2021-12-11

ცოდნის ფორმალური წარმოდგენის მთავარი იარაღია ონთოლოგიები, რომელიც არის ლოგიკაზე დაფუძნებული ფორმალური ენის წინადადებათა ერთობლიობა. ასეთ ფორმალურ წინადადებათა ერთობლიობას იყენებენ ავტომატიზირებული მსჯელობის მოდულები, რომ მოცემული ინფორმაციიდან გააკეთონ დასკვნები და პასუხები გასცენ დასმულ შეკითხვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ონთოლოგიის ენები სტანდარტიზებულია W3C ორგანიზაციის მიერ, მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ე.წ. არამკაფიო ონთოლოგიები, სადაც წარმოდგენილი ინფორმაცია არაცხადი და გაურკვეველია. არამკაფიო ონთოლოგიები მიიღება არამკაფიო ლოგიკის ინტეგრაციით ონთოლოგიებში. ასეთ ონთოლოგიებს ფართო გამოყენება აქვთ სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მედიცინა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ელექტრონული კომერცია და სხვა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ონთოლოგიებისათვის ურანგო არამკაფიო ლოგიკის ჩამოყალიბება, მისი თვისებების შესწავლა და მასზე მსჯელობის მეთოდების შემოღება. ჩვენი მიდგომის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გავაფართოვებთ მრავალმნიშვნელობიან ლოგიკას მიმდევრობითი ცვლადებითა და ურანგო ფუქნციონალური სიმბოლოებით. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ასეთი გაფართოების თვისებები ჯერ-ჯერობით შესწავლილი არ არის. ასეთი ენა გააფართოებს ცოდნის მოდელირების შესაძლებლობებს სხვადსახვა დარგებში.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ხასიათისაა. მისი სამეცნიერო ღირებულება შეიძლება შეფასდეს იმით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ურანგო და არამკაფიო ფორმალიზმების კომბინაციაში. ერთის მხრივ, ურანგო ფორმალიზმების მოქნილობისა და მეორეს მხრივ, არამკაფიო ცნებების უზრუნველყოფა მოგვცემს ძლიერ ტექნიკას ონთოლოგიების ინჟინერიისა და ცოდნის მოდელირებისათვის.
მოსალოდნელი პრაქტიკული შედეგებიდან აღსანიშნავია ურანგო არამკაფიო ენისა და მასზე მსჯელობის მეთოდების პროგრამული რეალიზაცია. განხორციელდება სხვადასხვა დარგის ამოცანებით ექსპერიმენტები.

პროექტში მონაწილე პერსონალი:
  • Mikheil Rukhaia (პროექტის ხელმძღვანელი)

მოხსენებები

  • Towards Unranked Fuzzy Theory, by Mikheil Rukhaia (Speaker), Anriette Michel Fouad Bishara at IEEE International Conference on System Analysis & Intelligent Computing, 2020, Kiev, Ukraine (online).
  • Unranked Fuzzy Logic and its Applications, by Mikheil Rukhaia (Speaker) at XXXIV Enlarged Sessions of the Seminar of I.Vekua Institute of Applied Mathematics, 2020, Tbilisi, Georgia (online).
  • Unranked Fuzzy Reasoning, by Anriette Michel Fouad Bishara (Speaker), Mikheil Rukhaia at XXXV International Enlarged Sessions of the Seminar of Ilia Vekua Institute of Applied Mathematics, 2021, Tbilisi, Georgia (online).
  • About Terminating Unranked Fuzzy Tableaux, by Mikheil Rukhaia (Speaker), Anriette Michel Fouad Bishara at 34th BARCELONA International Conference on Futuristic Trends in Science, Engineering & Technology, 2021, Barcelona, Spain.
  • About Unranked Fuzzy Unification, by Mikheil Rukhaia (Speaker), Anriette Michel Fouad Bishara at XI Annual International Conference of Georgian Mathematical Union, 2021, Batumi, Georgia.
  • A Fuzzy Logic with Sequence Variables and Flexible-arity Symbols, by Mikheil Rukhaia (Speaker), Anriette Michel Fouad Bishara at Proof Society Workshop on Proof Theory and its Applications, 2021, Funchal, Madeira, Portugal.

პუბლიკაციები

  • Mikheil Rukhaia, Anriette Michel Fouad Bishara, Towards Unranked Fuzzy Theory, In proceedings of IEEE 2nd International Conference on System Analysis & Intelligent Computing (SAIC 2020), IEEE, 2020.
  • Mikheil Rukhaia, Anriette Michel Fouad Bishara, Unranked Fuzzy Logic and Reasoning, In: Zgurovsky, M., Pankratova, N. (eds) System Analysis & Intelligent Computing: Theory and Applications. Studies in Computational Intelligence, vol 1022, pp.339-353, Springer, 2022.
  • Besik Dundua, Temur Kutsia, Mikheil Rukhaia, Unranked Nominal Unification, In: Özgün, A., Zinova, Y. (eds) Language, Logic, and Computation. TbiLLC 2019. Lecture Notes in Computer Science, vol 13206, pp.279-296, Springer, 2022.

დამატებითი ინფორმაცია

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ურანგო არამკაფიო ლოგიკის რეალიზაცია, რაც წარმოადგენდა მერიჰან ჰაზემ ანვარ ლაბიბ ბიშარას სამაგისტრო პროექტს (კოდის ჩამოტვირთვა).