დაწყების თარიღი: 2014-04-02 დასრულების თარიღი: 2017-04-02
ავტომატური მსჯელობა ლოგიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. ის ასევე განიხილება როგორც ხელოვნური ინტელექტის ქვედარგი. ეს მიმართულება სწავლობს მსჯელობის სხვადასხვა ასპექტებს. ავტომატური მსჯელობის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტებია კლასიკური პრედიკატთა აღრიცხვა და ლოგიკის სხვადასხვა კალკულუსები.
ავტომატური მსჯელობის ორი ძირითადი ქვედარგია თეორემათა ავტომატური და ინტერაქციული მტკიცებები. აღნიშნული პროექტის კვლევის ობიექტიც სწორედ ეს მიმართულებებია. უფრო კონკრეტულად, ჩვენ შევისწავლეთ სქემებისა და ურანგო ლოგიკისათვის ავტომატური მსჯელობის მეთოდები.
მიღებული შედეგები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხასიათისაა. ჩვენ ავაგეთ ამოხსნის ახალი პროცედურები სქემებისა და ურანგო ლოგიკისათვის და გავაუმჯობესეთ მათი დამტკიცებათა წარმოდგენის ფორმატები. პროექტის მიმდინარეობისას შექმნილი ყველა ალგორითმი და პროცედურა იქნა რეალიზებული და შესაძლებელია მათი პრაქტიკაში გამოყენება.
მიღებული შედეგების თეორიული მნიშვნელობა მეცნიერული დარგების მიმართ შესაძლებელია განვიხილოთ ორ ასპექტში. პირველი ასპექტი ჩვენს შემთხვევაში გულისხმობს სქემებისა და ურანგო ლოგიკის მიმართულებების განვითარებასა და გაფართოებას ახალი კალკულუსებისა და მათზე მსჯელობის ალგორითმების შემოღებით.
მეორე ასპექტი მიღებული შედეგების სხვა სფეროებში გამოყენებას უკავშირდება. ამ მხრივ, პროექტის შედეგები განავრცობენ არსებულს და ქმნიან ახალ ტექნოლოგიებს თეორემათა ავტომატურ და ინტერაქციულ მტკიცებაში. მომხმარებელზე ორიენტირებული გრაფიკული ინტერფეისი, ახალი ტიპის ლოგიკებისათვის თეორემათა დამამტკიცებლებთან ერთად, პოტენციურად აფართოებს ამ ტიპის პროგრამების მომხმარებელთა არეს და ზრდის მათ რიცხვს. ჩვენს მიერ მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ისეთ დარგებში, როგორიცაა სემანტიკური ქსელი და ცოდნის წარმოდგენა.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა ორი პროგრამული პროდუქტი: