დაწყების თარიღი: 2009-03-01 დასრულების თარიღი: 2012-03-01
ამ პროექტის საფუძველზე მიღებულია შემდეგი შედეგები:
ა) გამოკვლეულია მდგრადი რხევისა და დინამიკის სამგანზომილებიანი ამოცანები პოტენციალთა მეთოდისა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით ორგვარი ფოროვნობის მქონე სხეულის დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიებში მიკროტემპერატურის გათვალისწინებით. შესწავლილია მდგრადი რხევის შიგა სასაზღვრო ამოცანების საკუთრივი რხევის სიხშირეების არსებობის საკითხი. დადგენილია ბრტყელ ტალღებსა და ამ სიხშირეებს შორის კავშირი.
ბ) დამტკიცდა სტატიკის ორ და სამგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანების ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის თეორემები პოტენციალთა მეთოდისა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით ორგვარი ფოროვნობის მქონე სხეულის დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიებში მიკროტემპერატურის გათვალისწინებით. აიგო ამ ამოცანების ამონახსნები ნახევარსიბრტყისათვის, ნახევარსივრცისა და ბირთვისათვის.
გ) აიგო სტატიკის ორგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანების ამონახსნები წრისათვის, წრიული რგოლოსა და სიბრტყისათვის წრიული ხვრელით ორგვარი ფოროვნობის მქონე სხეულის დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიებში მიკროტემპერატურის გათვალისწინებით. მიღებულია სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამონახსნები წრისათვის.