info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

“Towards Georgian Controlled Language” ( FR-19-18557)


დამფინანსებელი

SRNSFGშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დაწყების თარიღი: 2020-01-06       დასრულების თარიღი: 2023-01-01

კონტროლირებული ბუნებრივი ენები ხელოვნურად შემუშავებული ენებია, რომლებიც დაფუძნებულია ბუნებრივ ენაზე მაგრამ აქვს შეზღუდული ლექსიკა, სინტაქსი და/ან სემანტიკა. შეზღუდვის მოტივი ისაა, რომ გვქონდეს, ერთი მხრივ, ენა, რომელიც რაც შეიძლება ახლოს იდგეს ბუნებრივ ენასთან და, მეორე მხრივ, იყოს მარტივი და არაორაზროვანი. იმის მიხედვით, თუ რაა კონტროლირებული ბუნებრივი ენის მიზანი, მას შეიძლება ჰქონდეს მთლიანად ფორმალური სემანტიკა, ან იყოს არაფორმალური თუ ნახევრად ფორმალური.

კონტროლირებული ბუნებრივი ენების გამოყენების არე საკმაოდ ფართოა და მოიცავს ტექნიკური დოკუმენტაციის წერას, ახალ ამბებში გამოყენებას, კომუნიკაციას გემებსა და პორტს შორის, მათემატიკურ და იურიდიულ ტექსტებს, სამედიცინო ინფორმაციის გაცვლას, კრიზისული სიტუაციების მართვას და სხვ. არსებობს, აგრეთვე, ზოგადი გამოყენების კონტროლირებული ბუნებრივი ენები, რომლებიც ასახულია რაიმე ტიპის ფორმალურ ლოგიკაში, გამოყენების სფეროსგან დამოუკიდებლად. Attempto Common English ალბათ ყველაზე ცნობილი ასეთი CNL ენაა.

მართალია, კონტროლირებულ ბუნებრივ ენებში უმეტესობა ინგლისურზე და მის ფრაგმენტებზეა დაფუძნებული, კონტროლირებული ენები შექმნილია ბევრი სხვა ენისთვისაც, მათ შორის არა მხოლოდ იმ ენებისთვის, რომლებსაც კარგად განვითარებული კომპიუტერული რესურსები აქვთ არამედ მათთვისაც, რომლებისთვისაც ასეთი რესურსები მცირეა.

პროექტში მონაწილე პერსონალი:
  • Besik Dundua (პროექტის ხელმძღვანელი)