დაწყების თარიღი: 2013-01-29 დასრულების თარიღი: 2016-12-29
პროექტში შესწავლილია მათემატიკური სტატისტიკის კერძოდ გულოვანი შეფასებები და სქოსტური ანალიზის ფუნდამენტური საკითხები. კერძოდ აგებულია ახალი გულოვანი ტიპის შეფასებები განაწილების სიმკვრივისათვის და რეგრესიის ფუნქციისათვის. შესწავლილია აგებული შეფასების ასიმპტოტური თვისებები. აგებულია ახალი თანხმობის კრიტერიუმები ჰიპოთეზათა შემოწმებისათვის. შესწავლილია აგებულ ჰიპოთეზათა თვისებები, შედარებულია ისინი სხვა ცნობილ ჰიპოთეზებთან. შესწავლილია სხვადასხვა პირობებში ბროუნის ფუნქციონალების იტოს სტოქასტური ინტეგრალის საშუალებით წარმოდგენის შესაძლებლობები ინტეგრანდის ცხადი კონსტრუქციებით. მოყვანილია მიღებული შედეგების საილუსტრაციო საინტერესო მაგალითები.