info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

ზომის გაგრძელების სიმრავლურ-თეორიული ასპექტები (YS-21-1667)


დამფინანსებელი

SRNSFGშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დაწყების თარიღი: 2021-12-21       დასრულების თარიღი: 2023-12-20

სიმრავლურ-თეორიული მეთოდები თანამედროვე მათემატიკურ კვლევებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს,
კერძოდ კი ცერმელო-ფრენკელის აქსიომატა სისტემა და ამორჩევის აქსიომა. 30 წელზე მეტია მიმდინარეობს
ინტენსიური კვლევები დესკრიფციულ სიმრავლეთა თეორიასა და მის გამოყენებებში მათემატიკის ისეთ დარგებში,
მაგალითად, როგორიც არის მათემატიკური ანალიზი, ფუნქციონალური ანალიზი, ფუნქციათა თეორია,
ჰარმონიული ანალიზი და ა.შ. სიმრავლურ-თეორიული მეთოდების ინტენსიურმა გამოყენებებმა მათემატიკურ
ანალიზში და ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიაში საფუძველი ჩაუყარა უცნაური წერტილოვანი
სიმრავლეების კვლევას.
წარმოდგენილ საპროექტო წინადადებაში ჩვენ განვიხილავთ ნამდვილმნიშვნელობიანი ნაწოლიბრივი ფუნქციების
გაგრძელების სპეცილურ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან შემთხვევას. კერძოდ, ჩვენ შევისწავლით ზომის
გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებს და განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ზომის გაგრძელების
სიმრავლურ-თეორიულ ასპექტებზე. წარმოდგენილ პროექტში შესწავლილი და გამოყენებული იქნება კლასიკური
ზომის გაგრძელების მეთოდი, რომელიც პირველად მარჩევსკის მიერ იქნა ჩამოყალიბებული და რომელიც,
წარმოადგენს წმინდა სიმრავლურ-თეორიულ მეთოდს.
ასევე, ამ პროექტის ფარგლებში განხილული იქნება ზოგიერთ წერტილოვანი სიმრავლე, რომელსაც
ექსტრაორდინლაური დესკრიფციული სტრუქტურა გააჩნია და ზომის თეორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
კერძოდ, ჩვენ გამოვიყენებთ ასეთი ტიპის წერტილოვან სიმრავლეებს ზომის გაგრძელების ამოცანის შესწავლის
პროცესში. განვიხილავთ მაზურკევიჩის სიმრავლეს ზომის გაგრძელების თვალსაზრისით, უნიფორმულ
სირმავლეების გამოყენებას ზომის გაგრძელების ამოცანაში და ბერნშტეინის სიმრავლის ტიპის კონსტრუქციებს
აბსოლუტურად არაზომადი ფუნქციების შესწავლისას.

პროექტში მონაწილე პერსონალი:

მოხსენებები

  • On some properties of Mazurkiewicz type sets , by Mariam Beriashvili (Speaker) at VI Workshop in Discrete Mathematics, 2021, Tbilisi, Georgia.
  • CERTAIN CLASSES OF MEASURES, THEIR CARDINALITY AND APPLICATIONS, by Mariam Beriashvili (Speaker) at 1 XXXVI International Enlarged Sessions of the Seminar of Ilia Vekua Institute of Applied Mathematics of Ivane Javakhisvili Tbilisi State University, 2022, Tbilisi, Georgia.
  • On some methods of extending measures, by Mariam Beriashvili (Speaker) at Winter School in Abstract Analysis 2023, Section Set Theory and Topology, 2023, Steken, Czech Republik.

პუბლიკაციები

  • Mariam Beriashvili, Ralf Schindler, Mazurkiewicz sets with no well-ordering of the reals, Georgian Mathematical Journal Volume 29 Issue 1, DE GRUYTER, 2022.
  • Mariam Beriashvili, The cardinality number of the certain classes of measures,, Transactions of A. Razmadze Mathematical Institute, 176 , no. 2, 269-271, TSU, 2022.
  • Mariam Beriashvili, Marika Khachidze, Aleks Petre Kirtadze, Absolutely negligible sets and their algebraic sums, Transactions of A. Razmadze Mathematical Institute, 177, no. 1, 131-133, TSU, 2023.