მუშაობს ინსტიტუტში დაარსებიდან დღემდე პროგრამირების განყოფილების ხელმძღანელად1973 წლიდან, გამოქვეყნებული აქვს 114 სამეცნიერო ნაშრომი, მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 7 სამეცნიერო გრანტი, მათ შორის 1 ინტასის გრანტი, 4 შოთა რუსთაველის სახელობის ფონდის გრანტი, იყო მრავალი საერთაშორისო კონფერენციის თანათავმჯდომარე ან საპატიო თავმჯდომარე, იყო საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის (პროგრამულ უზრუნველყოფაში, სინგაპური) მთავარი რედაქტორი, არის რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი (მათ შორის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემია), მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები (თსუ, სსუ, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია), მისი ხელმძღვანელობით 8 დოქტორანტმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 6 მათგანი მუშაობს საზღვარგარეთ სამეცნიერო ან პედაგოგიურ დაწესებულებებში, კითხულობდა ლექციებს პროგრამირებაში ანაბის(ალჯირი) სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგულ ენაზე - 1983-87 წლები. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდი - http://fpv.science.tsu.ge ან http://srii.sou.edu.ge