ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი
უნივერსიტეტის ქ. 11, 0186 თბილისი, საქართველო.
სავარაუდოდ, იმუშავებს
თანაორგანიზატორი: თბილისის საერთაშორისო ცენტრი მათემატიკასა და ინფორმატიკაში.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, 2023 წლის 19 მარტამდე მოხსენების ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე), სექციის და, თანაავტორების არსებობის შემთხვევაში, მომხსენებლის აუცილებელი მითითებით, ატვირთონ ინსტიტუტის სისტემაში. ანოტაციის ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის ერთ გვერდს. ქართულ ენაზე ტექსტი უნდა აიკრიფოს Sylfaen ფონტის გამოყენებით (იხ. შაბლონები: Geo.doc და Eng.doc). მონაწილე, როგორც მომხსენებელი/თანამომხსენებელი, შეიძლება წარდგეს არაუმეტეს ორი სექციის წინაშე, ამასთან, თითოეულ სექციაზე მხოლოდ ერთი მოხსენებით.
სემინარზე მოსმენილი მოხსენებები გამოქვეყნდება სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ. მოხსენების ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ნაბეჭდ გვერდს, ინგლისურ ენაზე აკრეფილს შესაბამისი შაბლონის გამოყენებით. მომხსენებლებმა შესაბამისი tex და pdf ფაილები უნდა ატვირთონ ინსტიტუტის სისტემაში არაუგვიანეს 2023 წლის 31 მაისისა.
სემინარის გახსნა ჩატარდება 2023 წლის 19 აპრილს, 14:00 საათზე, ინსტიტუტის შენობაში (უნივერსიტეტის ქ. 11).
ტრადიციისამებრ, 23 აპრილს, 16:00 საათზე, დაგეგმილია ილია ვეკუას საფლავზე გასვლა მთაწმინდის პანთეონში.