info@viam.science.tsu.ge (+995 32) 2 30 30 40 (+995 32) 2 18 66 45

ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXII საერთაშორისო გაფართოებული სხდომები

2018 წლის 18-20 აპრილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი
უნივერსიტეტის ქ. 11, 0186 თბილისი, საქართველო.

სავარაუდოდ, იმუშავებს

  • მათემატიკის საფუძვლებისა და მათემატიკური ლოგიკის (ხელმძღვანელები – როლანდ ომანაძე, ალექსანდრე ხარაზიშვილი, თანახელმძღვანელი – არჩილ ყიფიანი)
  • გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების (ხელმძღვანელი – მატიას ბაასი (ავსტრია), თანახელმძღვანელები – ჯემალ ანთიძე, ხიმურ რუხაია)
  • რიცხვთა თეორიის, ალგებრისა და გეომეტრიის (ხელმძღვანელები – მიხეილ ამაღლობელი, მალხაზ ბაკურაძე, თეიმურაზ ვეფხვაძე, გიორგი ხიმშიაშვილი, თანახელმძღვანელი – ქეთევან შავგულიძე)
  • ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის (ხელმძღვანელები – უშანგი გოგინავა, ლერი გოგოლაძე, თანახელმძღვანელი – ანა დანელია)
  • კომპლექსური ანალიზისა და მისი გამოყენებების (ხელმძღვანელი – გრიგორ გიორგაძე, თანახელმძღვანელი – გიორგი ახალაია)
  • ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისა და ოპტიმალური მართვის (ხელმძღვანელები – თამაზ თადუმაძე, რომან კოპლატაძე, თანახელმძღვანელი - თეა შავაძე)
  • კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების (ხელმძღვანელები – დავით ნატროშვილი, სერგო ხარიბეგაშვილი, თემურ ჯანგველაძე, თანახელმძღვანელი – ზურაბ კიღურაძე)
  • ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის (ხელმძღვანელები – ელიზბარ ნადარაია, ომარ ფურთუხია)
  • უწყვეტ გარემოთა მექანიკის (ხელმძღვანელები – თენგიზ მეუნარგია, გიორგი ჯაიანი, თანახელმძღვანელი – ნატალია ჩინჩალაძე)
  • მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის (ხელმძღვანელები – თეიმურაზ დავითაშვილი, თამაზ ვაშაყმაძე, ჯემალ როგავა, თანახელმძღვანელი – არჩილ პაპუკაშვილი)
სექციები, რომლებზედაც მოსმენილი იქნება ოცწუთიანი მოხსენებები.

თანაორგანიზატორი: თბილისის საერთაშორისო ცენტრი მათემატიკასა და ინფორმატიკაში.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, 2018 წლის 20 მარტამდე მოხსენების ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე), სექციის და, თანაავტორების არსებობის შემთხვევაში, მომხსენებლის აუცილებელი მითითებით, ატვირთონ ინსტიტუტის სისტემაში. ანოტაციის ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის ერთ გვერდს. ქართულ ენაზე ტექსტი უნდა აიკრიფოს Sylfaen ფონტის გამოყენებით (იხ. შაბლონები: Geo.doc და Eng.doc). მონაწილე, როგორც მომხსენებელი/თანამომხსენებელი, შეიძლება წარდგეს არაუმეტეს ორი სექციის წინაშე, ამასთან, თითოეულ სექციაზე მხოლოდ ერთი მოხსენებით.

სემინარზე მოსმენილი მოხსენებები გამოქვეყნდება სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ. მოხსენების ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ნაბეჭდ გვერდს, ინგლისურ ენაზე აკრეფილს შესაბამისი შაბლონის გამოყენებით. მომხსენებლებმა შესაბამისი tex და pdf ფაილები უნდა ატვირთონ ინსტიტუტის სისტემაში არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა.

სემინარის გახსნა ჩატარდება 2018 წლის 18 აპრილს, 14:00 საათზე, ინსტიტუტის შენობაში (უნივერსიტეტის ქ. 11).

ტრადიციისამებრ, 23 აპრილს, 16:00 საათზე, დაგეგმილია ილია ვეკუას საფლავზე გასვლა მთაწმინდის პანთეონში.

პროგრამა