GEORGIAN NATIONAL COMMITTEE OF THEORETICAL AND APPLIED MECHANICS

საქართველოს მექანიკოსთა კავშირის II კონფერენცია

 

2011 წლის 16-17 დეკემბერს ტარდება საქართველოს მექანიკოსთა კავშირის კონფერენცია ქ. თბილისში, ივ. ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში.

 

კონფერენციის თემატიკაა:

  1. მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა;
  2. ჰიდროაერომექანიკა;
  3. დრეკად მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები;
  4. ანალიზის მონათესავე საკითხები.

 

კონკრეტული სექციების ორგანიზებასთან დაკავშირებით წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს 31 ოქტომბრამდე.

 

მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, ა.წ. 15 ნოემბრამდე მიაწოდოთ მოხსენების სათაური და მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს ერთი გვერდისა აკრეფილი MSWord-ში) ლალი ქაჯაიას (e-mail: laliqajaia76@rambler.ru). ვვარაუდობთ მოხსენებათა ანოტაციების წინასწარ გამოცემას და კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებების შერჩევით, რეცენზირების შემდეგ, გამოქვეყნებას ჟურნალებში: Applied Mathematics, Informatics, and Mechanics (http://www.viam.science.tsu.ge/Ami/Main.htm) ან Bulletin of TICMI (http://www.viam.science.tsu.ge/others/ticmi/blt/bulletin.htm).

კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანი 50 ლარი (კავშირის წევრებისათვის 30 ლარი).

სხდომები ჩატარდება 1330 საათიდან. სასურველია მიმოხილვითი მოხსენებების გაკეთება, რომელთა ხანგრძლივობა იქნება 35 წუთი. კონკრეტულ შედეგთან დაკავშირებული მოხსენებები იქნება 20 წუთის ხანგრძლივობის.

სათხილამურო ტური გუდაურში: 17-18 დეკემბერი, ფასი 100 ევრო (მოიცავს მგზავრობის და ყველა ადგილობრივ ხარჯს გუდაურში, ერთი ღამით სასტუმროს ჩათვლით).

ღვინის ტური კახეთში: 17 დეკემბერი, ფასი 50 ევრო.







Vekua Institute of Applied Mathematics