საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი

სადემონსტრაციო დღე

2007 წლის 24 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მოეწყო საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების GNSF/ST06/3-035 (ხელმძღვანელი გ. ჯაიანი), GNSF/ST06/3-033 (ხელმძღვანელი მ. სვანაძე) და GNSF/ST06/3-046 (ხელმძღვანელი თ. თადუმაძე) მონაწილეთა მიერ 2006-2007 წლებში, პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგების პრეზენტაცია.


2008 წლის 7-9 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ”გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები” (პროგრამის და თეზისების ელექტრონული ვერსია იხილეთ http://www.viam.science.tsu.ge/viam40 ).

კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების, კომპიუტერული მექანიკის და მათემატიკური მოდელირების და რიცხვითი ანალიზის სექციებზე შედგა პროექტის GNSF/ST06/3-035 (ხელმძღვანელი გ. ჯაიანი) მონაწილეთა მიერ პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგების პრეზენტაცია, რაზეც წინასწარ ეცნობა საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს.







Vekua Institute of Applied Mathematics