საქართველოს
მექანიკოსთა კავშირის
კონფერენცია
2010 წლის
20-22 დეკემბერს ტარდება
საქართველოს მექანიკოსთა
კავშირის კონფერენცია
ქ. თბილისში, ივ.
ჯავახიშვილი სახელობის
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ი. ვეკუას სახელობის
გამოყენებითი
მათემატიკის ინსტიტუტში.
კონფერენციის
თემატიკაა:
კონკრეტული
სექციების ორგანიზებასთან
დაკავშირებით
წინადადებების
წარმოდ-გენა უნდა
მოხდეს პირველ
დეკემბრამდე.
მონაწილეობის
მიღების მსურველებმა,
გთხოვთ, ა.წ. 6 დეკემბრამდე
მიაწოდოთ მოხსენების
სათაური და მოკლე
ანოტაცია (არაუმეტეს
ერთი გვერდისა
აკრეფილი MSWord-ში)
თინათინ მაღრაძეს
(e-mail:tinmag@mail.ru). ვვარაუდობთ
მოხსენებათა ანოტაციების
წინასწარ გამოცემას
და კონფერენციაზე
გაკეთებული მოხსენებების
შერჩევით, რეცენზირების
შემდეგ, გამოქვეყნებას
ჟურნალებში: Applied
Mathematics, Informatics, and Mechanics (http://www.viam.science.tsu.ge/Ami/Main.htm)
და Bulletin of TICMI (http://www.viam.science.tsu.ge/others/ticmi/blt/bulletin.htm).
კონფერენციის
სარეგისტრაციო
შესატანია 50 ლარი (კავშირის
წევრებისათვის
30 ლარი).
სხდომები
ჩატარდება 1330
საათიდან. სასურველია
მიმოხილვითი მოხსენებების
გაკეთება, რომელთა
ხანგრძლივობა
იქნება 35 წუთი. კონკრეტულ
შედეგთან დაკავშირებული
მოხსენებები იქნება
20 წუთის ხანგრძლივობის.
21 დეკემბერს
1600 საათზე შედგება
კავშირის გამგეობის
(პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები,
გენერალური მდივანი,
გაფართოებული
გამგეობის 5 წევრი)
არჩევნები. სასურველია,
კანდიდატურების
წამოყენება ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით
კანდიდატურასთან
წინასწარ შეთანხმებით.
მოხარული
ვიქნებით მივიღოთ
კონკრეტული წინადადებები,
მათ განხორციელებაში
მონაწილეობის
მიღების სურვილთან
ერთად, კონფერენციისა
და არჩევნების
უკეთ ორგანიზების
მიზნით.