დაგვიანებით მიღებული ან ფოსტაზე გამოგზავნილი ანოტაცია/სტატია არ განიხილება.
ანოტაციების მომზადებისას გაითვალისწინეთ
- მომხსენებლის ხაზგასმა აუცილებელია თანაავტორების არსებობის შემთხვევაში, თანაავტორის არარსებობის შემთხვევაში კი ხაზგასმა საჭირო არ არის.
- გამოყენებული ლიტერატურის მითითება არ არის სავალდებულო. არ მიუთითოთ ისეთი ლიტერატურა, რომელზეც არ ხდება ციტირება ანოტაციის ტექსტში.
თეზისის ატვირთვის (წარდგენის) ინსტრუქცია
- თეზისების ასატვირთ სისტემაში შესასვლელად აუცილებელია მომხმარებლის სახელისა და პაროლის აკრეფა. გაიარეთ რეგისტრაცია თუ არ ხართ სისტემაში რეგისტრირებული.
- სისტემაში შესვლის შემდეგ გადადით Author center-ში და დააჭირეთ ღილაკს Submit Paper.
- Choose Target სიიდან ამოირჩიეთ ESSVIAM, შეავსეთ სათაურის, ანოტაციის, საკვანძო სიტყვების შესაბამისი ველები და Please indicate topic/section ველში (აუცილებელი ველი) მიუთითეთ ის სექცია, რომელზეც გეგმავთ მოხსენების გაკეთებას.
- ატვირთეთ შესაბამისი ფაილები (ვორდისა და სხვა დამხმარე ფაილების ატვირთვა შესაძლებელია დაარქივებული სახით, ერთ zip ფაილად).
- ბოლოს დააჭირეთ ღილაკს save. წარმატებით ატვირთვის შემთხვევაში ფოსტაზე მოგივათ დასტურის წერილი.
- სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების/შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მიხეილ რუხაიას მაილზე mrukhaia@logic.at.