დაგვიანებით მიღებული ან ფოსტაზე გამოგზავნილი ანოტაცია/სტატია არ განიხილება.

ანოტაციების მომზადებისას გაითვალისწინეთ

  1. მომხსენებლის ხაზგასმა აუცილებელია თანაავტორების არსებობის შემთხვევაში, თანაავტორის არარსებობის შემთხვევაში კი ხაზგასმა საჭირო არ არის.
  2. გამოყენებული ლიტერატურის მითითება არ არის სავალდებულო. არ მიუთითოთ ისეთი ლიტერატურა, რომელზეც არ ხდება ციტირება ანოტაციის ტექსტში.

თეზისის ატვირთვის (წარდგენის) ინსტრუქცია

  1. თეზისების ასატვირთ სისტემაში შესასვლელად აუცილებელია მომხმარებლის სახელისა და პაროლის აკრეფა. გაიარეთ რეგისტრაცია თუ არ ხართ სისტემაში რეგისტრირებული.
  2. სისტემაში შესვლის შემდეგ გადადით Author center-ში და დააჭირეთ ღილაკს Submit Paper.
  3. Choose Target სიიდან ამოირჩიეთ ESSVIAM, შეავსეთ სათაურის, ანოტაციის, საკვანძო სიტყვების შესაბამისი ველები და Please indicate topic/section ველში (აუცილებელი ველი) მიუთითეთ ის სექცია, რომელზეც გეგმავთ მოხსენების გაკეთებას.
  4. ატვირთეთ შესაბამისი ფაილები (ვორდისა და სხვა დამხმარე ფაილების ატვირთვა შესაძლებელია დაარქივებული სახით, ერთ zip ფაილად).
  5. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს save. წარმატებით ატვირთვის შემთხვევაში ფოსტაზე მოგივათ დასტურის წერილი.
  6. სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების/შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მიხეილ რუხაიას მაილზე mrukhaia@logic.at.