ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXIII საერთაშორისო გაფართოებული სხდომები
2019 წლის 23-25 აპრილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი
უნივერსიტეტის ქ. 2, 0186 თბილისი, საქართველო.
იმუშავებს
- მათემატიკის საფუძვლებისა და მათემატიკური ლოგიკის (ხელმძღვანელები – როლანდ ომანაძე, ალექსანდრე ხარაზიშვილი, თანახელმძღვანელი – არჩილ ყიფიანი)
- გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების (ხელმძღვანელი – მატიას ბაასი (ავსტრია), თანახელმძღვანელები – ჯემალ ანთიძე, ხიმურ რუხაია)
- რიცხვთა თეორიის, ალგებრისა და გეომეტრიის (ხელმძღვანელები – მიხეილ ამაღლობელი, თეიმურაზ ვეფხვაძე, გიორგი ხიმშიაშვილი, თანახელმძღვანელი – ქეთევან შავგულიძე)
- ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის (ხელმძღვანელები – უშანგი გოგინავა, ლერი გოგოლაძე, თანახელმძღვანელი – ანა დანელია)
- კომპლექსური ანალიზისა და მისი გამოყენებების (ხელმძღვანელი – გრიგორ გიორგაძე, თანახელმძღვანელი – გიორგი ახალაია)
- ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისა და ოპტიმალური მართვის (ხელმძღვანელები – თამაზ თადუმაძე, რომან კოპლატაძე)
- კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების (ხელმძღვანელები – დავით ნატროშვილი, სერგო ხარიბეგაშვილი, თემურ ჯანგველაძე, თანახელმძღვანელი – ზურაბ კიღურაძე)
- ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის (ხელმძღვანელები – ელიზბარ ნადარაია, ომარ ფურთუხია)
- უწყვეტ გარემოთა მექანიკის (ხელმძღვანელები – თენგიზ მეუნარგია, გიორგი ჯაიანი, თანახელმძღვანელი – ნატალია ჩინჩალაძე)
- მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის (ხელმძღვანელები – თეიმურაზ დავითაშვილი, თამაზ ვაშაყმაძე, ჯემალ როგავა, თანახელმძღვანელი – არჩილ პაპუკაშვილი)
სექციები, რომლებზედაც მოსმენილი იქნება ოცწუთიანი მოხსენებები.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, 2019 წლის 23 მარტამდე მოხსენების ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე), სექციის (და, თანაავტორების არსებობის შემთხვევაში, მომხსენებლის) აუცილებელი მითითებით, ატვირთონ ინსტიტუტის სისტემაში. ანოტაციის ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ A4 ფორმატის გვერდს, ქართულ ენაზე ტექსტი უნდა აიკრიფოს Sylfaen ფონტის გამოყენებით (იხ. შაბლონები: Geo.doc და Eng.doc). მონაწილე, როგორც მომხსენებელი/თანამომხსენებელი, შეიძლება წარსდგეს არაუმეტეს ორი სექციის წინაშე, ამასთან, თითოეულ სექციაზე მხოლოდ ერთი მოხსენებით.
სემინარზე მოსმენილი მოხსენებები გამოქვეყნდება სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ. მოხსენების ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ნაბეჭდ გვერდს, ინგლისურ ენაზე აკრეფილს შესაბამისი შაბლონის გამოყენებით. მომხსენებლებმა შესაბამისი tex და pdf ფაილები უნდა ატვირთონ ინსტიტუტის სისტემაში არაუგვიანეს 2019 წლის 31 მაისისა.
სემინარის გახსნა ჩატარდება 2019 წლის 24 აპრილს 14:00 საათზე ინსტიტუტის შენობაში.
ტრადიციისამებრ, 23 აპრილს 16:00 საათზე დაგეგმილია ილია ვეკუას საფლავზე გასვლა მთაწმინდის პანთეონში.
XXXIII International Enlarged Sessions of the Seminar of Ilia Vekua Institute of Applied Mathematics
23-25 April, 2019
Ilia Vekua Institute of Applied Mathematics of
Ivane Javakhishvili Tbilisi State University
2 University str., 0186 Tbilisi, Georgia.
The following sections are foreseen:
- Mathematical Logic and Foundations (Chairs: Alexander Kharazishvili, Roland Omanadze, Co-chair: Archil Kipiani;)
- Applied Logics and Programming (Chair: Matthias Baaz, Co-chairs: Jemal Antidze, Khimur Rukhaia;)
- Number Theory, Algebra and Geometry (Chairs: Mikhail Amaghlobeli, George Khimshiashvili, Teimuraz Vepkhvadze, Co-chair: Ketevan Shavgulidze;)
- Real Analysis (Chairs: Ushangi Goginava, Leri Gogoladze, Co-chair: Ana Danelia;)
- Complex Analysis and Applications (Chair: Grigor Giorgadze, Co-chair: George Akhalaia;)
- Ordinary Differential Equations and Optimal Control (Chairs: Roman Koplatadze, Tamaz Tadumadze;)
- Partial Differential Equations (Chairs: Temur Jangveladze, Sergo Kharibegashvili, David Natroshvili, Co-chair: Zurab Kiguradze;)
- Probability Theory and Mathematical Statistics (Chairs: Elizbar Nadaraia, Omar Purtukhia;)
- Mechanics of Continua (Chairs: Tengiz Meunargia, George Jaiani, Co-chair: Natalia Chinchaladze;)
- Mathematical Modelling and Numerical Analysis (Chairs: Teimuraz Davitashvili, Jemal Rogava, Tamaz Vashakmadze, Co-chair: Archil Papukashvili;)
Each presentation will be scheduled for 20 minutes.
We ask all the prospective speakers of the seminar to upload the abstract of the presentation in the system before March 23, 2019. The abstract of the presentation should be submitted in English (Georgian participants should submit also in Georgian), in accordance with the templates (see Geo.doc and Eng.doc) and should not exceed one A4 format pages in each language (Please do not change fonts, paper sheets and fields sizes stated in the template; in case of co-authors, please indicate the speaker). Each participant as a speaker/co-speaker is allowed to present a paper on at most two different sections.
The peer-reviewed manuscripts will be published. The source tex and the corresponding pdf files of the English version of the talk, prepared using the template and not exceeding four A4-format pages should be uploaded in the system before May 31, 2019.
Opening of the Seminar is on April 24, 2019 at 14:00 at I. Vekua Institute of Applied Mathematics.
As usual on April 23 at 16:00 a visit to the Mtatsminda Pantheon is planned, where Ilia Vekua is buried.